● ჩემი მეორე მე

09/05/2013
TheApokaliptos-ის მიერ

❝ჩემი მეორე მე❞
მუდამ რომ დამსდევს თან,
ხან ვაქე, ხანაც ვგმე,
დავემორჩილე ხან.

მაინც დამჩხავის თავს,
როგორც ყორანი მძორს.
ის მე არაფრით მგავს
- რატომ მიყრიან ჭორს?

ის ალაბთ შემყრის ჭირს,
მასთან ყოფნა არ მსურს.
მასზე თხოვნა არ ჭრის.
ყვირის, მიყრუებს ყურს.

ჩემი სახელით თხზავს,
ნებართვას არც კი მთხოვს.
თეთრზე ის იტყვის შავს,
არას მაგივრად - ხოს.

ვის შევეკითხო, ვის
გადის მრავალი თვე?
- მე ვარ პირველი ის,
თუ, ის ❝მეორე მე❞

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭