ლიტერატურული კონკურსი - „წლის საუკეთესო“

27.12.2021 02:11

ლიტერატურული კონკურსის - „წლის საუკეთესოს“ გამარჯვებულები ცნობილია. „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში გაიმარჯვა - გელა ჩქვანავას „კადრილმა“. „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ ნიკოლოზ ჯორჯანელი - „ნეტფლიქსი“;  „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ - ნინო ქადაგიძე, „მინიატურები“; „წლის საუკეთესო პიესა“ გამარჯვებულია - ელენე მაცხონაშვილი, „ყვავი რო მოვა“. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 5 000 ლარია. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: