ილიაუნის ლიტერატურული კონკურსი 2017

03/08/2018
Ilia State University-ის მიერ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება დასრულდა.

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე, მის ისტორიაზე, მიზანზე, ჟიურის მუშაობის პრინციპსა და პრემიის სამომავლო გეგმებზე გადაცემაში ,,წიგნის დრო\" ( BMG ) საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.

კონკურსი 2017 წლის საუკეთესო ქართული რომანის გამოვლენას ისახავს მიზნად. 2017 წელს განსახილველად შემოვიდა 20 რომანი. მათგან საუკეთესოს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს.
კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.

განსახილველი რომანების სრული სია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/nyqhVG

ვიდეოები „Ilia State University"-ისგან