ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტები გამოცხადდა
2013 წლის ლიტერატურული კონკურსი "საბას" პირველი ეტაპი დასრულდა: კონკურსის ჟიურიმ "საბას" წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. კონკურსზე წარდგენილი 265 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 60 საუკეთესო მოხვდა. წლევანდელი ნომინაციების ფინალისტების სია იხილეთ "საბას" ვებ-გვერდზე - https://saba.com.ge/award/history/2013 ფინალისტებს შორის გამარჯვებულები კი სექტემბერში დასახელდება. "საბას" რიგით მე-11 საზეიმო დაჯილდოება სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, რომელზეც კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოვებს "საბას" პრიზითა და ფულადი პრემიებით. საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს "საბას" კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, პენ-ცენტრმა და რუსთავი-2-მა. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა. ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები, უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და, ასევე, ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანები. ცალკე გაიცემა პრემია "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის". http://artarea.tv
Artareatv-ის სხვა ვიდეოები
ქუჩის აკადემია - გოგი ხოშტარია - "ფერწერის არსი და...
''თემა'' - ქეთი დევდარიანი
ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" -...
პოლიტარტი - ლევან ბერძენიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - პიროვნების დაბადება ვაჟას შემ...
რადიო "შოკოლადის" გადაცემა "წიგნები" - ლევან ბერძე...
განდევნილი შინაარსები - ლევან შატბერაშვილი
ლევან ბერძენიშვილი - ზღვა და ლიტერატურა (II ნაწილი...
მსგავსი ვიდეოები
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26.05.2012
Artareatv
ლიტერატურული პრემია "საბას'" ფინალისტები
შუადღე GDS / shuadge GDS
პრემია "საბას" 2017 წლის ფინალისტები ცნობილია!
ელექტრონული წიგნების სახლი საბა
პრემია "საბა" 2017 - ფინალისტები უკვე ცნობილია!
ელექტრონული წიგნების სახლი საბა
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 24.05.2012
Artareatv
ლიტერატურული პრემია "საბა" 10 წლისაა
Artareatv
„საბას“ 2014 წლის ერთ -ერთი გამარჯვებული თელაველი ტორესა მოს...
ტელეკომპანია თანამგზავრი
"ტრაექტორია" - შეხვედრის საბა-ბი, ტორესა მოსი
Artareatv