ლიტერატურული კონკურსის \"საბა\" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა.
ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლევანდელი გამარჯვებულები სექტემბერში, “საბას” რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე.
საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემია „საბას“დამფუძნებელი, თიბისი ბანკი გადასცემს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2016 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა.
პრემია „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა. თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციის „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ. მკითხველებს თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა უკვე ხვალიდან შეეძლებათ, 2 თვის განმავლობაში, „საბას“ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.
⬛ http://saba.com.ge/news