პრემია "საბას" 2017 წლის ფინალისტები ცნობილია!
ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა. ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლევანდელი გამარჯვებულები სექტემბერში, “საბას” რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე. საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემია „საბას“დამფუძნებელი, თიბისი ბანკი გადასცემს. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2016 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა. პრემია „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა. თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციის „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ. მკითხველებს თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა უკვე ხვალიდან შეეძლებათ, 2 თვის განმავლობაში, „საბას“ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, წელს „საბა“ კვლავ გაიცემა საუკეთესო პიესისათვის. როგორც ცნობილია, 2015 და 2016 წლების კონკურსზე, მაშინდელმა ჟიურიმ პიესის ნომინაციაში პრემია არ გასცა, რაც პიესების ხარისხით ახსნა. საბედნიეროდ, წელს პიესის ნომინაციაში ფინალისტები დასახელდა, საიდანაც საუკეთესო პიესა გამოვლინდება და „საბას“ პრემიით დაჯილდოვდება. http://saba.com.ge/news
ელექტრონული წიგნების სახლი საბა-ის სხვა ვიდეოები
01:07
წაიკითხე ქალაქი!
02:28
saba.com.ge - how to register as an E-Publisher?
07:13
როგორ შევიძინოთ და წავიკითხოთ წიგნი?
01:34
ლიტერატურული კონკურსი "საბა" - 2017 დაიწყო!
03:56
პრემია "საბა" 2017 - ფინალისტები უკვე ცნობილია!
17:13
პრემია "საბას" 2017 წლის ფინალისტები ცნობილია!
00:41
პრემია "საბას" 2015 წლის ფინალისტები - ნიკა სამუში...
00:51
ინტერაქტიული ანბანი
მსგავსი ვიდეოები
პრემია "საბა" 2017 - ფინალისტები უკვე ცნობილია!
ელექტრონული წიგნების სახლი საბა
ნომინაცია - თარგმანი, პრემია „საბას" 2017 წლის ფინალისტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიტერატურული კონკურსი "საბა" - 2017 დაიწყო!
ელექტრონული წიგნების სახლი საბა
ლიტერატურული პრემია "საბა“ 2017, რიგით მე-15 დაჯილდოების ცერ...
Music Box
ბილტმორის აკადემია - ზაზა შათირიშვილი
Radio Shokoladi
პრემია "საბას" 2015 წლის ფინალისტები - ნიკა სამუშია
ელექტრონული წიგნების სახლი საბა
პრემია "საბას" 2015 წლის ფინალისტები - დავით ალელიშვილი
ელექტრონული წიგნების სახლი საბა
პრემია "საბას" ნომინანტები
Intelekti Publishing