"სამუშაოს მოძიების უნარები"- ტრენინგი ზუგდიდში

10/15/2017
Radio Atinati-ის მიერ

პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ზუგდიდში ასოციაცია „ათინათში“ ტრენინგი თემაზე „სამუშაოს მოძიების უნარები“ გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობა სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სათემო ჯგუფების ლიდერი ქალები მონაწილეობდნენ.

საქართველოს სტარტეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ტრენერ-კონსულტანტის ქრისტინე კანდელაკის თქმით, ტრენინგი ქალათა სათემო ჯგუფების კოორდინატორებს და სხვა წარმომადგენლებს სამუშაო ადგილების უკეთ მოძიებასა და საკუთარი უნარების გამოვლენაში დაეხმარება. კანდელაკის განმარტებით, აქ მიღებულ ცოდნას მონაწილეები თავიანთ თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუზიარებენ და მსგავს სემინარებს მათაც ჩაუტარებენ.

აღნიშნულ პროექტს, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“ გაეროს განვითარების პროგრამის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook:   / rado.atinati  
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან