გიგი სიჭინავას მზადება პერსონალური გამოფენისთვის
,,ეს ნატურმორტი ორი თვის წინ დავხატე, ეს პეიზაჟია და დღეს დავასრულე, გვირილები დავხატე აგვისტოში’’, - გვათვალიერებინებს აუტისტური სპექტრის მოქონე მხატვარი ბოლო ნამუშევრებს. ხატავს ფანქრით, პასტელით, გუაშით. მისი ახალი ნამუშევრების უმეტესობა ნატურმორტია, პეისაჟებში ყვავილები ჭარბობს. ფანქრით აქვს შესრულებული ფრინველების და ცხოველების 150 -მდე ნამუშევარი. „ეს თოვლის თეთრი კატაა, ეს ნათელი ყავისფერი კატა, ეს შავი კატა, ნაცრის ფერი კატა, ეს ბიზონი, ეს კამეჩი...“, - გვიჩვენებს გიგი და აგრძელებს ცხოველების ჩამოთვლას, რომელიც ინგლისური ენის შესასწავლად დახატა. მოზარდი ახალი გამოფენისთვის ემზადება და საკუთარ სახელოსნოში მთელი დატვირთვით მუშაობს. აქ, ნახატების გარდა, ნახავთ მის მიერ შექმნილ ე.წ. აპლიკაციებს, სხვადასხვა ტიპის ნაძერწ სატრანსპორტო საშუალებებს და ასევე მისი ფერწერული ნახატებისგან შექმნილ ფაზლებს. „დილით ვიღვიძებ 6 საათზე, 7 საათზე, 8 საათზე და 9 საათზე. მოვდივარ სახელოსნოში და მუშაობას ვიწყებ“, - ამბობს მოზარდი. რამდენიმე დღის წინ ქართული ფილმი ,,დათა თუთაშხია’’ ნახა, როგორც თვითონ გვითხრა ფილმის გმირი მოეწონა და მისი პორტრეტის შექმნა გადაწყვიტა. მხატვარის დედა ნათია სახოკია კი გვიყვება რომ, გიგი ძალიან მიზანდასახული და შრომისმოყვარეა. ,,მან იცის რა უნდა აკეთოს დღის მანძილზე, დილით ადრე დგება და სახელოსნოში მუშაობს, ბოლო დროს, მის ნახატებში წითელი ყვავილები ჭარბობს, გიგის უყვარს სიფერადე, ფერები, და ამ ფერებს რეალურად ძალიან კარგად იყენებს ნატურებში“, - ამბობს ნათია სახოკია. გიგი სიჭინავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება და თავისი შემოქმედებით ეხმიანება. ბოლოს, ახალი კორონავირუსის თემაზე ცნობილი ქართველი ეპიდემიოლოგები დახატა. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის პორტრეტი კი ცოტა ხნის წინ შექმნა. სამომავლოდ, მხატვარი ქართული წარმოების ილუსტრირებული ლექსიკონის გამოცემას გეგმავს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როგორც დამხმარე საშუალება ინგლისური ენის შესასწავლად. მანამდე, გიგი მორიგი გამოფენისთვის ემზადება, მხატვრის დედა კი საზოგადოებასთან შესახვედრად, რათა სტუმრებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებზე კიდევ ერთხელ მოუყვეს. „ამ საღამოზე მინდა აუტიზმის თემა ინფორმაციული კუთხით წამოვწიო წინ. გიგიმ იცის ეს ყველაფერი და მე თამამად ვსაუბრობ ამ თემაზე რა თქმა უნდა მისი თანხმობით’’, - აღნიშნა ნათიამ. გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. გიგის 300-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და უამრავი ნაძერწი ნივთი აქვს შექმნილი. ახალგაზრდა მხატვარს უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 / radioatinat. .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა
Radio Atinati
ზუგდიდელ აუტისტ ბავშვს გიგი სიჭინავას ფილმში იღებენ
Radio Atinati
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს გიგი სიჭინავას ნამუშევრებ...
Radio Atinati
გიგის ინოვაციური მანქანები - ზუგდიდელი მოზარდის გამოფენა ტექ...
Radio Atinati
#ახალიდღე „დაამსხვრიე სტერეოტიპები“ - USAID-ის კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„არა ბულინგს“ - სტიკერი ყველა ზუგდიდელი მოსწავლის მერხზე
Radio Atinati
სიჭინავების დამწვრობის საუკუნოვანი მალამოს ისტორია
Radio Atinati
გიგი უგულავას მიმართვა მოსახლეობას
Formula News