ზუგდიდში გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ზუგდიდში, დადიანების სასხლის ეზოში გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო "დაინახე და დააფასე ჩვენი შესაძლებლობები’’ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გიგის ფერწერული ნახატები და მათგან შექმნილი ფაზლები. ღონისძიებაზე ვიდეოებიც უჩვენეს, რომელშიც გიგის თვისებებსა და მის შემოქმედებით ნიჭზე მეგობრები ყვებიან. საღამო მოზარდი მხატვრის დედამ ნათია სახოკიამ მოაწყო. მისი თქმით, საკუთარ ქალაქში გამოფენის გამართვა ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, თუმცა დღევანდელი დღით ბედნიერია. სახოკიას ინფორმაციით, გიგის ფერწერული ნამუშევრების ფაზლების გაყიდვიდან შემოსული თანხა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობისთვის გადაირიცხება. ფაზლები გაყიდვაში ორი დღის წინ ჩაეშვა. „დიდი პასუხისმგებლობაა ამ გამოფენის მოწყობა, რადგან ის ჩვენს ქალაქში ტარდება. წლების მანძილზე ვფიქრობდი, რომ მომეწყო გიგის ნამუშევრების გამოფენა და დღეც დადგა. ძალიან ბედნიერები ვართ მეც და ჩემი შვილიც. ამ გამოფენით მინდა საზოგადოებას დავანახო, რომ ოჯახის თანადგომით ძალიან ბევრი სირთულის დაძლევა არის შესაძლებელი და მინდა, რომ გიგის ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვო. ფერწერულ ნახატებთან ერთად წარმოდგენილია ფაზლები, რომელიც უკვე არის წარმოებაში. ახლა გავიგე, რომ გიგის ნამუშევრების გამოფენა მალე ევროპაში მოეწყობა", - აღნიშნა ნათია სახოკიამ. გამოფენით კმაყოფილია თავდა გიგი სიჭინავაც. მისი თქმით, ზუგდიდის შემდეგ გამოფენის მოწყობა იტალიის ქალაქ რომში სურს. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ვიცე მერი გიგა ფარულავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ალექსანდრე მოწერელიამ გიგის თითოეული ნახატი დაათვალიერა და მოზარდს მხარდაჭერას დაჰპირდა. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამახსოვრო წიგნში შთაბეჭდილებები დაწერეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდელ აუტისტ ბავშვს გიგი სიჭინავას ფილმში იღებენ
Radio Atinati
გიგის ინოვაციური მანქანები - ზუგდიდელი მოზარდის გამოფენა ტექ...
Radio Atinati
„არა ბულინგს“ - სტიკერი ყველა ზუგდიდელი მოსწავლის მერხზე
Radio Atinati
სიჭინავების დამწვრობის საუკუნოვანი მალამოს ისტორია
Radio Atinati
ზუგდიდში გიგი უგულავას "ქართული მარშის" აქტივიტები დაუპირისპ...
Radio Atinati
გიგი უგულავამ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
Radio Atinati
რას ფიქრობენ ადგილობრივები ზუგდიდში გიგი უგულავას კანდიდატურ...
კვირა პლუსი
გიგი უგულავამ ზუგდიდში საარჩევნო კამპანია დაიწყო
Livepress. ge