სიჭინავების დამწვრობის საუკუნოვანი მალამოს ისტორია

03/13/2020
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში „სიჭინავების მალამოს“ უნიკალური თვისებების შესახებ თითქმის ყველამ იცის. ამ ოჯახში მრავალი ათეული წელია საიდუმლო რეცეპტით დამწვრობის მალამოს ამზადებენ. ზუსტად არავინ იცის, საიდან იღებს სათავეს ამ მალამოს ისტორია, თუმცა საიდუმლო თაობიდან თაობას საუკუნეზე მეტია გადაეცემა. ამჟამად, მას მარინა ჭიჭინაძე ამზადებს. ჰყავს ასეულობით მადლიერი პაციენტი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საძღვარგარეთ. გვიყვება, რომ მათი მალამო გარდა დამწვრობისა, კურნავს სხვადასხვა ჩირქოვან დაავადებას, გამონაყარს, სასარგებლოა ჩვილი ბავშებისთვის და ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და გინეკოლოგიაში.

„როგორც ჩემმა დედამთილმა, ქალბატონ ლუბამ მიამბო, თურმე ის ბავშვობაში დაიწვა და ბებიამ სწორედ ამ მალამოთი მოარჩინა. შემდეგ, ჩემმა დედამთილმა ბავშვობაშივე ისწავლა ამ მალამოს დამზადება და 16 წლის იყო, როცა პირველი პაციენტი განკურნა. იმდენად ეფექტური გამოდგა მკურნალობის პროცესი, რომ მერე მოსვენებას არ აძლევდნენ... სწორედ, ამის შემდეგ გაითქვა ამ მალამომ სახელი... მისი დამზადება და პაციენტების მკურბალობის პროცესი დედამთილმა მასწავლა და ამას უკვე 40 წელია ვაკეთებ’’, - გვითხა მარინა ჭიჭინაძემ.

ის სიჭინავების სახელით ცნობილ მალამოს სახლის პირობებში ამზადებს. ყველა პაციენტის სახელს, გვარს, ასაკს, ტელეფონის ნომერს ინიშნავს და საჭირეოებისამებრ ხშირად ეკონტაქტება მათ.
,, I და II ხარისხის დამწვრობას ერთ კვირაში ვარჩენ. III „ა“ ხარისხს 15-დან 21 დღემდე, ხოლო III „ბ“ ხარიხს შეიძლება თვეებიც დასჭირდეს, თუმცა გააჩნია ფართობს. 1995 წლიდან დავიწყე ყველა პაციენტის რეგისტრაცია, შემდეგ გარკვეული პერიოდი ისევ არ ვინიშნავდი, თუმცა ახლა ყველაფერს ვინიშნავ პაციენტის შესახებ. ასევე ჩანიშნული მაქვს იმ პაციენტების კონტაქტები, ვინც დამწვრობის ცენტრიდან მოიყვანეს. მადლიერი პაციენტებისგან ხშირად ვიღებ წერილებს საზღვარგარეთიდანაც... ჯერჯერობით მალამოს შეძენა მხოლოდ ჩვენს ოჯახშია შესაძლებელი’’,- გვითხრა მან.

გვიყვება, რომ მალამოს დამზადების საიდუმლო რეცეპტი ოჯახის წევრებმა უკვე იციან, თუმცა ამ საქმის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი 15 წლის შვილიშვილი გიგი სიჭინავაა.
,,გიგი გევრდიდან არ მცილდება, როგორც კი ჩავასხამ მალამოს ტუბებში, ერთი სული აქვს, როდის დაახარისხებს და დაალაგებს თავის ადგილზე. სულ მეხმარება და ძალიან მოსწონს ეს პროცესი“, - გვიყვება მარინა ჭიჭინაძე.

ის პროფესიით ქიმიკოსია და ამბობს, რომ კოსმეტოლოგიური და გინეკოლოგიური თვალსაზრისით მალამოს გაუმჯობესებაზე დღემდე მუშაობს. მისი დიდი სურვილია წამლის დამზადების ლიცენზია მოიპოვოს, თუმცა უსახსრობის გამო ეს დღემდე ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, სიჭიანვები მალამოს ფასის ზრდას არ აპირებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ დამწვრობის წამალი ყველასთვის ხელმისაწვდოი უნდა იყოს.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან