,,საერთაშორისო გამჭვირვალობა'' საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი - არჩილ თოდუას კომენტარი

10/30/2016
Radio Atinati-ის მიერ

\"ქართული ოცნების\" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ხმის მისაცემად კაბინაში მეუღლესთან ერთად შევიდა. იურისტების განმარტებით, აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა, რითაც მიცემის ანონიმურობა დაირღვა.

\"თუ მას არ სჭირდებოდა დახმარება, ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ეს ფაქტი, შესაბამისად, მოხდება ჩვენს ანგარიშში\", - თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია \"საუნჯის\" იურისტმა ირინე ურუშაძემ.

\"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს\" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განცხადებით, მსგავი ფაქტი თუ ნამდვილად დაფიქსირდა, ეს არის კანონდარღვევა.

თავის მხრივ, დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ მისი აზრით ეს კანონდარღვევა არ არის და ამაზე აპელირება არ ღირს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან