როგორი იყო მიმდინარე წელი ეკონომიკური კუთხით.
2018 წლის ბოლოს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ სიღარიბე და ჭარბვალიანობა რჩება. სწორედ ამ პრობლემის დასაძლევად წლის განმავლობაში ამოქმედდა რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორისაა სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ბანკებისთვის და ზოგადად საფინანსო სექტორისთვის. ეს რეგულაციები ეტაპობრივად ხორციელდება. 2018 წელი გამორჩეული აღმოჩნდა იმ ათი ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც წლების წინ აღებული და არგადახდილი ვალების გამო ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების შავ სიაში იყვნენ შესულები. მათ სასესხო დავალიანება მთლიანად ჩამოეწერათ.
წლის მეორე ნახევარი რთული აღმოჩნდა სავალუტო ბაზრისთვის - ლარმა გაუფასურება დაიწყო და ორი თვის წინ, ერთი დოლარის ფასი ლართან მიმართებით, 2,7-იან ნიშნულსაც კი გასცდა. ახალი ეკონომიკური მოდელის ამოქმედება და ეკონომიკური ზრდის ყველა მოქალაქის ჯიბეზე თანაბრად ასახვა - ასეთია მთავრობის მიერ გაცხადებული მიზნები 2019 წლისთვის. მანამდე კი შევაჯამოთ მიმდინარე წელი და ვნახოთ, როგორი იყო 2018 წელს ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციების, ექსპორტის და ტურიზმის მაჩვენებლები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.