ჩინეთის ელჩი: ქართული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი იქნება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ჩინეთის ელჩს ძი იენჩის შეხვდა. ლევან შონიამ ელჩს რეგიონის პოტენციალი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის კუთხით გააცნო. ,,მიხარია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ისეთი ძლიერი ქვეყნის თანადგომა, როგორიც ჩინეთია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის,’’- აღნიშნა შონიამ. ძი იენჩიმ, ქართულ მხარეს ჩინეთიდან ინვესტორების მოზიდვაში დახმარება აღუთქვა. მისი თქმით, ქართული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი იქნება ჩინეთი. „დღეს მომეცა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა ჩინური ტექნოლოგიით მომზადებული ქართული მწვანე ჩაი. თქვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ჩაის კულტურის აღდგენა, რაშიც ჩინური კომპანია თავის წვლილს შეიტანს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში წარმოებული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი იქნება ჩინეთი. რადგანაც ჩინეთის მილიარდ 400 მილიონიანი მოსახლეობა სრულად შეძლებს რეალიზაცია გაუწიოს აქ წარმოებულ ჩაის,’’- განაცხადა ელჩმა. ჩინური დელეგაციის წარმომადგენლებმა წალენჯიხაში ქართულ-ჩინური ჩაის საწარმო დაათავლიერეს. ცნობისთვის, წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მეორე წელია იყიდება. ჩაის კომპანია „ლაზში“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათას დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჩინეთის შშმ პირთა დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის"
culturegovge culturegovge
Myths and misconceptions in the debate on Russia - Talk #2 (...
Georgian Center for Strategy and Development GCSD
ქართულ-ჩინური საერთაშორისო კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართულ-ჩინური საერთაშორისო კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩინეთის ელჩი გორში და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება
Qartli. ge
ჩინეთის ელჩი სტუ-ში
Stu Net
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ჩინეთის ელჩს შეხვდა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ჩინეთის ელჩი რუსთავის მერს და გუბერნატორს შეხვდა 02 -03- 20...
TV4. ge