მაქაცარია: თანამშრომელს ხელშეკრულება იმიტომ არ გავუგრძელე, რომ მერთან წინასწარ მიჩივლა

03/07/2018
Radio Atinati-ის მიერ

ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია სამკითხველო დარბაზის ყოფილი მთავარი სპეციალისტის ზეინაბ მორგოშიას ბრალდებას სამსახურიდან მისი პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა.

„რეორგანიზაციამდე ზეინაბ მორგოშია მოვიდა და მითხრა, რომ ალიოშა ალანიას მეუღლე იყო და ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ მიზეზით არ ავიყვანდი სამსახურში. მე მას ვუთხარი, რომ მსგავსი რამ ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო და მისი სახელი და გვარი ჩანივიშნე. ერთი კვირის შემდეგ კი მან მერს წერილი გაუგზავნა, სადაც ითხოვდა პასუხს, რატომ არ გავუგრძელეთ ხელშეკრულება, როცა თანამშრომლების აყვანა დაწყებულიც არ იყო. სწორედ ამის გამო აღარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება. სხვა მიზეზი არ ყოფილა“, - უთხრა ჟურნალისტებს მაქაცარიამ.

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან