მინისტრი ლატვიელ კოლეგასთან ერთად კონსერვატორიაში გამართულ კონცერტს დაესწრო

26.09.2014 02:42

25 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მისი ლატვიელი კოლეგა დაცე მელბარდე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ ლატვიის სახელმწიფო გუნდისა და ანსამბლ „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრნენ. ღონისძიება მიხეილ გიორგაძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრი მიესალმა ლატვიელ კოლეგას და ერთობლივი კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო