მინისტრის ვიზიტი სიღნაღში

12.09.2013 01:02

12 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი ვიზიტით სიღნაღს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დათვალიერა და ბოდბის მონასეტრი მოინახულა. სამინისტროს დელეგაციამ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, შეხვედრა გამართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და ამ სფეროში მომუშავე სახელმწიფო მოხელეებსა და პედაგოგებთან. სასტუმრო კაბადონში,მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას წიგნის "მადონას მეგობარი" პრეზენტაციას დაესწრება. http://www.culture.gov.ge   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: