გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ეს კანონი გამჭვირვალეობაზე არ არის
„ირჩევთ ან ერთ გზას, ან მეორეს. ერთ გზას მიჰყავხართ ევროპული თანამეგობრობისკენ, მეორე გაახლოებთ რუსეთთან“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თავის ესტონელ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად 15 მაისს ერთი დღით, "აგენტების კანონზე" შეხვედრების გასამართავად ეწვია თბილისს. დღის ბოლოს კი, ვიდრე დელეგაციის წევრებთან და დემონსტრანტებთან ერთად პარლამენტის წინ საპროტესტო აქციისკენ გაემართებოდა, ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას ლანდსბერგისი აცხადებს, რომ „საქართველო ეკუთვნის ევროპას - ეს არის გზავნილი, რომელიც გვესმის ხმამაღლა და მკაფიოდ. ამ გზავნილს არ ახლავს არანაირი ხინჯი, რომელიც დაგაეჭვებდა და გეზს შეგაცვლევინებდა, რაც გაფიქრებინებდა, რომ ეს თავსმოხვეული გადაწყვეტილებაა, ბუნდოვანია ან მოკლევადიანი. ეს არის კონტიტუციური და სულიერი განცდა, რაზეც ქვეყანა და მისი ხალხი აფუძნებს თავის რეალობას“. მისთვის სრულიად ნათელია, რომ „ერთადერთი და რეალური ომის პარტია არის მოსკოვში, მან წამოიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და ჯერაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი“ და რომ „აგენტების კანონი“ არა გამჭვირვალეობაზეა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ისახავს მიზნად: „თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან“. -- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, საქართველოში სასწორის პინაზე...
რადიო თავისუფლება
გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადება
TV IMEDI
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაბრიელის შინა ვორგილი 😂✌🏼🤗
lika sikharulidze
ნათია ჯანაშია - როდის მოვა თოვლის პაპა (გაბრიელის ტატალაშვილ...
kids.ge
გაბრიელის ნეშტი და ეკლესიის რეფორმა
nadel191
გაბრიელის ისტორია: კიბოსთან ბრძოლის სიმძიმე
ამერიკის ხმა