2015 წლის 24 მაისს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) და ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD) ორგანიზებით შიდსით გარდაცვლილთა ხსნოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სოლიდარობის აქცია.
აქცია მიმართული იყო აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მიმღებლობის გაზრდაზე. სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც გარდაიცვალა შიდსით და სოლიდარობა გამოუცხადეს აივ დადებით ადამიანებს. თბილისსა და რეგიონებში გამართული აქცია მიზნად ისახავდა აივ-თან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაციის შემცირებას;
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა: თბილისი, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი, ოზურგეთი.
აქციაში მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციებმა: თბილისი - „ჰეპა პლიუსი“, „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი“, „ახალი ვექტორი“, „აკესო“, „საქართველოს წითელი ჯვარი“, ასოციაცია „ჰერა XXI”.
რეგიონები - „რუბიკონი“(ქუთაისი), „ფენიქსი 2009“(ოზურგეთი), „იმედი“(ბათუმი), „ახალი გზა“ (სამტრედია).
სოლიდარობის აქციის ფარგლებში აქტივისტებმა და ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა თბილისსა და რეგიონებში მოაწყვეს მსვლელობა, სპეციალურად სოლიდარობის დღისთვის შექმნილი საინფორმაციო მასალები გავრცელდა მოქალაქეებში, აქციის მონაწილეებმა აივ ინფექცია/შიდსით გრდაცვლილთა ხსოვნის საპატივცემულოთ დაანთეს სანთლები სოლიდარობის ნიშნის გამოსახვით და გაუშვეს საჰაერო ფრანები.