შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

15.05.2022 01:40

15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. „ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად " - ეს წლევანდელი დევიზია. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აქცია გაიმართა. ექიმებმა სანთლები დაანთეს და ცაში ბუშტები გაუშვეს. საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია აღინიშნება. ამ დროისთვის, ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ ინფიცირებული. უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. 1 989 გარდაიცვალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani