„ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში"


„ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში\", - ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველოს\" მხარდაჭერით, თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" შედგა. პროექტი კახეთში, თბილისსა და სამეგრელოში, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია, აღნიშნულ რეგიონებში მყოფი ახალგაზრდების გაძლიერება. მათ საშუალება ეძლევათ, თვითონვე გამოიკვლიონ თემში არსებული პრობლემები და ამ კვლევების მიხედვით მოახდინონ ადვოკატირება.
პროექტში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1kfEQY6

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან