"შინ ევროპისკენ" - აქცია ზუგდიდში
ზუგდიდის სკეიტ პარკში მოქალაქეები ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე შეიკრიბნენ. აქციაზე "შინ ევროპისკენ!" სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები, აქტივისტები, ახალგაზრდული მუშაკები, სამედიცინო სფეროს და მედიის წარმომადგენლები. ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე ადგილობრივებმა დროშები მიიტანეს. მოქალაქეებს ხელში ეჭირათ ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში. აქციაზე გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ქვეყნის განვითარება ევროპულ კავშირში გაწევრიანებასთან მჭიდრო კავშირშია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. "ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობის სურვილი და მისწრაფებაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. ამისთვის კი ჩვენს გვაქვს უკვე ერთგვარი სამოქმედო გზა ევროკომისიისგან მიღებული, რომელიც გულისხმობს ქვეყნის დემოკრატიზაციას. მთელი რიგი ინსტიტუციების განვითარებას, ეს არის სასამართლო, რომელიც დღეს სერიოზული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. ის უნდა იყოს ევროპული, დემოკრატიული სტანდარტის და უნდა იდგეს არა რომელიმე კლანის, არამედ სამართლიანობის სამსახურში. ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ყველა პროდასავლური ჯგუფი უნდა ჩადგეს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც აქვს ევროპას, ეს არის დეოლიგარქიზაცია და ამას ეთანხმება ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი. დაუშვებელია მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გვაქვს ქვეყანაში გადასადგმელი. დემოკრატიზაცია არის სწორედ ის საგზური, რომელიც შეგვიყვანს ევროკავშირში", - ამბობს არჩილ თოდუა. ადგილობრივი თიკო ლაგვილავა აქციაზე თანატოლებთან და მეგობრებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, აქციაზე ახალგაზრდების ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "მიხარია, რომ აქციაზე ამდენ ადამიანს ვხედავ და განსაკუთრებით მახარებს ახალგაზრდების დანახვა. ვფიქრობ, რომ დღეს აქ ჩვენი ყოფნა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ევროკავშირში შესვლა პირდაპირ აისახება ჩვენს მომავალზე, რომლისთვისაც ბევრი იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა. ჩემი მოტივაცია აქ მოსვლისთვის იყო ის პრივილეგიები, რასაც გვაძლევს ევროპა - ეს არის ხარისხიანი განათლება, გამჭვირვალე არჩევნები, პრესის და პიროვნული თავისუფლება და სხვა უამრავი ფაქტორი", - გვითხრა მან. ახალგაზრდული მუშაკი ირაკლი ჯიქია ამბობს, რომ სამეგრელოში ევროპული განვითარების ტენდენცია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში იყო გამოკვეთილი. "მე-17-18 საუკუნეებში, როდესაც სამეგრელოს ისტორიაში გამოჩნდნენ მარი ბროსე, არქანჯელო ლამბერტი, უკვე მაშინ უთხრა სამეგრელომ თავისი სიტყვა სრულიად საქართველოს და ევროპას, რომ ევროპა იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დღესაც, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, არ შეიძლება ვიყოთ სხვა მხარეს", - თქვა ირაკლი ჯიქიამ. სკეიტ პარკში შეკრებილებმა ევროკავშირის და საქართველოს ჰიმნები გააჟღერეს. "ევროპული მომავალი გვინდა, უკეთესი ცხოვრება გვინდა. მინდა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ბედნიერი მომავალი, უკეთესი განათლება მიიღონ. ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი, სიბერე გვქონდეს ისეთი, არ გვეშინოდეს იმის, რომ შიმშილით დავიხოცებით, ან წამალს ვერ ვიყიდით. არ გვიწევდეს ამისთვის შვილების შეწუხება. მინდა ყველაფერი კარგად იყოს და ნორმალური ცხოვრება გვქონდეს, იმიტომ მოვედი აქ. ავადმყოფი დედა დავტოვე, ლოგინად მწოლიარე და მოვედი. იქნებ რაღაცას ნიშნავს ჩემი აქ მოსვლა, ჩემი ერთ ხმა. მინდა ჩვენთანაც იყოს ევროპა", - ამბობს აქციაზე მოსული ლია გოგია. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„შინ ევროპისკენ“ - აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - აქცია ევროპული მომავლის მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - აქცია რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ - აქცია რუსთაველზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შინ ევროპისკენ“ აქცია პარლამენტის წინ (20.06.2022)
Prime Time
🔴 „შინ ევროპისკენ“ - აქცია რუსთაველზე #მოამბე სპეციალური გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არ გვინდა ტროლ-ბოტური, შეთითხნილი რეალობა! ჩვენ ევროპაში გვ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ეს იქნება ძალიან ვერაგი დაპირისპირება იმ ხელისუფლებასთან, რო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia