ყაურმა | შეფი ლევან კობიაშვილი
რათმაუნდა ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის არასდროს გვავიწყდება ქართული ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული კერძების მომზადების წესის ჩვენება და სწავლება. ჩვენგან ყაურმა 🍲🍲 თქვენგან არხის გამოწერა. 👍👍 #ყაურმა #ლევან #კობიაშვილი გამოგვყევი: instagram: / chef.cave facebook: / chef.cave tiktok: / chefcave ___________________________________________________________________ ხახვი ნიორი მწვანე წიწაკა ჩირეული დაფნის ფოთოლი კარაქი ბადექონი ღორის გულ-ღვიძლი ქინძი ქონდარი შავი პილპილი შავი ქლიავი თეთრი ღვინო ოხრახუში დავიწყოთ ხორცის დამუშავებით. გულ-ღვიძლი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ბადექონიც დავჭრათ წვრილად. ჩავაწყოთ ქვაბში. დავდგათ გაზქურაზე და მოვთუშოთ. შემდეგ დავჭრათ 2 ცალი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, 2 კბილი ნიორი, შავი ქლიავის ჩირი, ყველაფერი დავჭრათ წვრილად. გულღვიძლს თავიდანვე დავუმატოთ დაფნის ფოთოლი . დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი. წამოდუღების შემდეგ დავამატოთ ხახვი და 500 გრამი თეთრი ღვინო. 2-3 წუთის დუღილის შემდეგ დავუმატოთ მარილი გემოვნებით და გემოსთვის ცოტაოდენი კარაქი დავამატოთ. ჩავყაროთ წინასწარ გამზადებული მწვანილები და დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ყაურმა მზადაა. დეკორაციისთვის შეგვიძლია ბადექონის ჩიფსები გავაკეთოთ. ტაფაზე მოვბრაწოთ წვრილად დაჭრილი ბადექონი ქონდართან მარილთან და პილპილთან ერთად. გემრიელად მიირთვით.
მსგავსი ვიდეოები
ფორმულა NEWS 17:00 საათზე | 04.06.2020
Formula News
ყაურმა
მერის სამზარეულო Mari's kitchen
ყაურმა ტომატით
nick food tv
Каурма (ყაურმა) - вкусное деревенское блюдо. Говяжья печень...
Georgian kitchen
ხბოს გულ ღვიძლის ყაურმა
Likas Receptebi
ბუხარში მომზადებული ჯიგრის ყაურმა
Nikoloz Garso
უგემრიელესი ქათმის გულ-ღვიძლის ყაურმა...მართლა ძალიან გემრიე...
დედა\u0026შვილი VLOGS
გურმანია - ჯიგრის ყაურმა კახურად და გულ-ღვიძლისგან მომზადებუ...
გურმანია