ეკო ფორუმი ქუთაისი 2017 - Eco Forum Kutaisi 2017

07/01/2017
RIC DOG-ის მიერ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანა გამოიყვანოს პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან. ქუთაისი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მას მისი რე-აქცია დაუბრუნა! კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობამ 350.org და სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგმა“ 2 ივნისს, ქუთაისში, საერთაშორისო კამპანია „ქალაქები სიცოცხლისათვის“ ფარგლებში მოქმედების დღე გამართა. კინო საქართველოს შენობაში ეკო ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 350.org აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონული წარმომადგენელი სვეტლანა რომანკომ, პარტიზანი მებაღეების ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ, იმერეთის მეცნიერთა კავშირის \"სპექტრის\" თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკაიამ და ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა მიიღეს. ეკო ფორუმის მიზანია გაანალიზოს ქუთაისში კლიმატის მდგომარეობა და აჩვენოს გადაჭრის გზები. ეკო ფორუმის შემდეგ, ცნობილი კინორეჟისორის ლუკ ბესონის ფილმის ჩვენება „სახლი“ გაიმართა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციამ ექსკლუზიურად მოგვაწოდა. #daysofaction