პრემიერ–მინისტრი #16 პენიტენციურ დაწესებულებაში

07/17/2015
Irakli Gharibashvili-ის მიერ

გისურვებთ მალე დაუბრუნდეთ ოჯახებს და აღარასდროს დაბრუნდეთ აქ, ჩვენ კი ვიზრუნებთ, რომ სასჯელი ღირსეულ პირობებში მოიხადოთ,–ასე მიმართა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა #16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს.
დღეს რუსთავში სრულიად რეაბილიტირებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული #16 პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. მთავრობის მეთაურმა დაწესებულება დაათვალიერა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„წლების განმავლობაში, სწორედ აქ, ამ ციხეში ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ვნახეთ საშინელი კადრები, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით განვაცხადო, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. ჩვენ წერტილი დავუსვით არაადამიანურ მოპყრობას ციხეებში და პრაქტიკულად რევოლუციური გარდაქმნა მოვახდინეთ ამ სისტემის,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს და მოქმედ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ძირეული რეფორმების გატარებისთვის და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია თვისებრივად სრულიად ახალი, ქართული სასჯელაღსრულების სისტემისთვის რევოლუციური მნიშვნელობის მოვლენაა.




ვრცლად იხილეთ: http://irakligaribashvili.ge/?p=6427

ვიდეოები „Irakli Gharibashvili"-ისგან