პრემიერ–მინისტრი #16 პენიტენციურ დაწესებულებაში
გისურვებთ მალე დაუბრუნდეთ ოჯახებს და აღარასდროს დაბრუნდეთ აქ, ჩვენ კი ვიზრუნებთ, რომ სასჯელი ღირსეულ პირობებში მოიხადოთ,–ასე მიმართა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა #16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს. დღეს რუსთავში სრულიად რეაბილიტირებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული #16 პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. მთავრობის მეთაურმა დაწესებულება დაათვალიერა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. „წლების განმავლობაში, სწორედ აქ, ამ ციხეში ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ვნახეთ საშინელი კადრები, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით განვაცხადო, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. ჩვენ წერტილი დავუსვით არაადამიანურ მოპყრობას ციხეებში და პრაქტიკულად რევოლუციური გარდაქმნა მოვახდინეთ ამ სისტემის,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს და მოქმედ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ძირეული რეფორმების გატარებისთვის და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია თვისებრივად სრულიად ახალი, ქართული სასჯელაღსრულების სისტემისთვის რევოლუციური მნიშვნელობის მოვლენაა. ვრცლად იხილეთ: http://irakligaribashvili.ge/?p=6427
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ–მინისტრი #16 პენიტენციურ დაწესებულებაში
Irakli Gharibashvili
პრემიერი აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი მომხდარს გმობს და დამნაშავეთა დასჯის პირობა...
TV IMEDI
პრემიერ-მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს
TV IMEDI
პრემიერ-მინისტრი ქუთაისის აეროპორტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში #მოამბე სპეციალური გამოშვება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი რაჭაში, სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის პროცესს გა...
Irakli Garibashvili