6 ხრიკი,რომელიც გადარჩენაში დაგეხმარებათ
ვიმედოვნებ, რომ არასოდეს გადაგეყრებათ გზაზე ცოფიანი ძაღლი, არასოდეს აღმოჩნდებით ღია ზღვაში ცუდ სიტუაციაში ან არ დაიკარგებით უდაბნოში. თუმცა, იმისათვის რომ წარმოდგენა გქონდეთ მსგავს სიტუაციაში როგორ დაუძვრეთ სიკვდილს, რომლის დროს გადარჩენის შანსი მხოლოდ 10%–ია, გთავაზობთ ხრიკებს, თუ როგორ იმოქმედოთ სწორად. --------------------------------------------------------------------- მეორე არხი : https://goo.gl/V76B6f ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I არხი მაივიდეოზე : myvideo.ge/billy კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6 მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV,ანონიმური ფაქტები წყარო : Intermedia.ge ------------------------------------------------------------------- 1. თუ უდაბნოში დაიკარგეთ...გადაადგილება სცადეთ მხოლოდ ღამით, რადგან ამ დროს ტემპერატურა 50–დან 15 გრადუსამდე ეცემა და ეს დაგიცავთ დეჰიდრატაციისა და მზის დარტყმისგან. ასეთი ტაქტიკა ხელს შეგიწყობთ დღეში სამი ლიტრი წყლის დაზოგვაში.შენიშვნა: ბევრს დღემდე სჯერა, რომ კაკტუსის შიგნით არის წყალი და ეს გამოგადგებათ წყურვილის მოსაკლავად, თუმცა არა. მასში ტუტე ტოქსიკური სითხეა, რომელიც მოგწამლავთ. 2. თუ გადაეყარეთ ცოფიან ძაღლს ან მგელს...თუ მგელი გადაგეყარათ, ეცადეთ ნელ–ნელა დაიხიოთ უკან და იქონიოთ თვალებით კონტაქტი. არ შებრუნდეთ ზურგით და არ გაიქცეთ, რადგან ის უმალ გამოგეკიდებათ. ადვილად შინდებიან გარეული ცხოველები ხმამაღალი ყვირილითა და აგრესიით, ეცადეთ იყვიროთ და გამოყოთ არასასიამოვნო ხმები და მის ფონზე დაიხიოთ ნელ–ნელა უკუსვლით.ახლოს თუ იქნება ხე, ეცადეთ უკუსვლით ხესთან მიხვიდეთ და აძვრეთ მასზე. 3. როგორ გავარჩიოთ ცხოველის ცოფიანი და ჩეულებრივი ნაკბენი?თუ რომელიმე ცხოველმა გიკბინათ, თუნდაც არ იყოს ცოფიანი, აუცილებლად დაიბანეთ ჭრილობა თბილი წყლით და საპნით, რათა ინფექცია არ შეიჭრას.ცოფიანი ცხოველის ნაკბენიდან სისხლი უფრო მეტხანს იდინებს, ვიდრე ჩეულებრივის შემთხვევაში. ჭრილობა დაწითლდება და შესივდება, გამოიწვევს ქავილს და აიწევს ტემპერატურა.ცოფი 4–7 დღის განმავლობაში გრძელდება და მივყვარათ სიკვდილამდე. ამიტომ საჭიროა მივიდეთ საავადმყოფოში და გავიკეთოთ საწინააღმდეგო ვაქცინა. 4.ვისწავლოთ ჭრილობის სწორად გაკერვა...სწორად დადებული ნაკერი ხელს შეუწყობს სისხლის შეჩერებას, რაც ასევე თავიდან აგაცილებთ ინფექციის განვითარების რისკს. (დააკვირდით ფოტოს და ისწავლეთ, თუ როგორ გავკეროთ გარკვეული ტიპის ჭრილობები) 5.როგორ ავანთოთ მარტივად სველი შეშა? თუ შეშა ნესტიანია, რაც აძნელებს მისი დანთების პრინციპს, გთავაზობთ მარტივ გზას. შეშის (მორი) ნაჭერი აუცილებლად დადეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და გააკეთეთ ვარსკვლავის ტიპის ჭრილები. ჭრილებში ჩადეთ ქაღალდი, ბალახი ან მშრალი ნაფოტი და მოუკიდეთ ცეცხლი. მსგავს შემთხვევაში ცეცხლი 2-დან 5 საათამდე გაძლებს. 6.ხაფანგი თევზებისთვის... თუ ბუნებაში ხართ, ან დაიკარგეთ და თქვენი საკვები მდინარეში დაჭერილი თევზია, თუმცა ამას ვერ ახერხებთ, გასწავლით პატარა ხრიკს. ნაპირთან, ძაბრისებური ფორმით გააკეთეთ ქვების გალავანი, სადაც თევზები ადვილად შეცურდებიან, თუმცა გამოსვლა ნამდვილად გაუჭირდებათ, დილით კი თქვენი საუზმე აუცილებლად დაგხვდებათ. (ნათელი მაგალითისთვის იხილეთ ფოტოები)
bii hehe-ის სხვა ვიდეოები
10 მოულოდნელი რამ,რაც თქვენს ტვინს ზიანს აყენებს
5 საუკეთესო ფილმი სოციალური ქსელების შესახებ
02:40
6 ყველაზე ცნობილი ფოკუსის ახსნა
02:45
7 რამ,რაზეც გვსმენია თუმცა არასდროს გვინახავს
05:04
11 მისტიური მოვლენა,რომელიც ჩვენი ძილის დროს ხდება
03:08
როგორი იქნება ადამიანი 1000 წლის შემდეგ
02:09
9 მტკიცებულება,რომ ჩვენი ორგანიზმი უფრო ძლიერია ვი...
მსგავსი ვიდეოები
6 ხრიკი,რომელიც გადარჩენაში დაგეხმარებათ
იცოდით, რომ
ხრიკი 1: მათემატიკის დავალების მომზადება | ხანის აკადემია |...
Khan Academy Georgian
დავით კლდიაშვილი "სამანიშვილის დედინაცვალი"
Veronica Dushinskaia
სახის გაწმენდა სახლის პირობებში. ექსფოლიაცია - ნიღაბი და პილ...
MSTAMRO
თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, დროულად მიხედეთ თქვენს ფილტვებს!...
ხალხური მედიცინა
რძიანი გოგონა / მოხარშული კრემი / ნაღების კრემი / მარწყვის კ...
Kates. Dinner
თვალის არის მოვლა. გათამაშება . თვალის საცხი. რეცეპტით
MSTAMRO
მარტივი სახის საცხი სახლის პირობებში. ყველა დაამზადებს იმდენ...
MSTAMRO