რძიანი გოგონა / მოხარშული კრემი / ნაღების კრემი / მარწყვის კონფი

05/16/2021
Kates. Dinner-ის მიერ

რძიანი გოგონა

ეს არის უნაზესი რძით სავსე ტორტი, რომელიც ცხვება ძალიან ადვილად, მაგრამ რა გემოსია, თქვენ თვითონ უნდა გასინჯოთ.♥️
წარმოიდგინეთ რამდენი შესქელებული რძე ურევია ამ ტორტში👌

დასაწყისში მინდა გთხოვოთ შემიფასეთ ვიდეო, ეს არის მინიმალური რამ რითაც თქვენ უხდით მადლობას ბლოგერს ♥️

ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ ტორტზე
🍰2 ქილა შესქელებული რძე (760 გ)
🍰320 გ ფქვილი
🍰1/2 ჩ.კ სოდა
🍰1/3 ჩ.კ მარილი
🍰4 კვერცხი
🍰ვანილინი

1. ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად 3 წუთი.
2. დავუმატოთ შესქ.რძე, ავთქვიფოთ 3 წუთი.
3. ცალკე ფქვილს დავუმატოთ სოდა და მოვურიოთ, შემდეგ გავცრათ ფქვილი და შევავბვიფოთ მასას.
4. პრინციპში ცომი მზად არის, პერგამენტზე დავხატოთ 21 დმ წრე და თითო თითო წრეს წავუსვათ 3 ს.კ ცომი, თუ თქვენი პერგამენტი სილიკონიზირებულია მაშინ არ დაგჭირდებათ კარაქის წასმა პერგამენტზე.
5. ვაცხობთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-8 წუთი.
6. გაციებულ ფირფიტებს წავუსვათ კრემი, სურვილისამებრ დავუმატოთ კონფი ან ცოცხალი ხილი, დავადოთ მძიმე თეფში და დავასვენოთ 8 საათი მაცივარში.
7. შემდეგ გავაფორმოთ და ტორტი მზად არის.


ნაღების კრემი

ყველაზე მეტად ამ კრემს ელოდებოდით, მაგიტომაც დასაწყისშივე გთხოვთ, დამილაიქეთ ან დამიგულეთ ვიდეო რეცეპტი, ეს მინიმალური რამ არის რითაც თქვენ შეძლებთ ჩემს გახარებას ♥️🥰

მაშ დავიწყოთ, კრემი არის ნაღების, არის ფაფუკი არის სტაბილური, არის უადვილესი.

მაგრამ რა თქმა უნდა თავისი ნიუანსებით.

თუ გინდათ რომ ეს კრემი გამოგივიდეთ, მაშ წაიკითხეთ ყველა პუნქტი, დაიცავით მიმდევრობა და აუცილებლად გამოგივათ 🥰

1. ნაღები უნდა იყოს 33% მაღლა.

2. არის ნაღები რომელიც არის გათვალისწინებული მხოლოდ დესერტებისთვის და აქვს სტაბილიზატორი შემადგენლობაში. Parmelat-ის ნაღები სწორედ ასეთი ნაღებია, ცხიმიანობა აქვს 35% და თქვეფისთვის იდეალურია

3. სანამ ათქვიფავთ მასას ჩადგით პროდუქტი საყინულეში 15 წუთით. რომც გაიყინოს ოდნავ ეს გარკიც არის, ყინულიანი მასა კარგად ითქვეფება.

4. ჭურჭელი რომელშიც თქვიფავთ უნდა იყოს მშრალი და სუფთა, ჩემი კულინარიული გზის დასაწყისში ჭურჭელს და მიქსერის ფეხებს ვაჩერებდი მაცივარში, შეგიძლიათ ეს ხრიკიც გამოიყენოთ.

5. ყველა დეტალი გავითვალისწინეთ ეხლა ვიწყებთ თქვეფას, თავიდან მიქსერს ვრთავთ დაბალ ბრუნვაზე, მერე ნელ ნელა ავდივართ მაქსიმალურზე, მაგალითად 2 წუთი ათქვიფეთ ერთ სიჩქარეზე, მერე თითო წუთი მომდევნოზე და ასე ავალთ ბოლომდე.

6. როგორ არ გადავთქვიფოთ?
ეს ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ ვიზუალურად სანამ არ ნახავთ ვერ მიგახვედრებთ სიტყვებით, მაგრამ ვიტყვი ერთს, იგრძნობთ რომ მასა დამძიმდა და მიქსერი უკვე ტოვებს \"ნახატს\" კრემზე.

7. მაგრამ სიტკბოს გარეშე ნაღების კრემი რათ მინდა?
შემეკითხებით, მართალი ხართ, ორიგინალში უნდა დავუმატოთ შაქრის პუდრა, მაგრამ სამწუხაროდ მე არ მქონდა და დავუმატე შაქარი, შაქრის დამატება დავიწყე ნელ ნელა უკვე მე-4 წუთზე დაახლოებით, როდესაც სტრუქტურა შეიცვალა და გასქელდა, მაგრამ მე მაქვს ძლიერი მიქსერი, ესეც უნდა ავღნიშნო

8. შაქარს ვამატებ ნელ ნელა, 5-6 გ (ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია)

9. პუდრის დამატების შემთხვევაში, თითო თითო კოვზი სუფრის რომ დაუმატოთ ნაღებს არაფერი მოუვა

10. ასეთ კრემს ვიყენებ ტორტის გასალესად, გასაფორმებლად, და შიგნით წასასმელადაც.

11.ამ კრემის შეღებვა შეიძლება ცხიმში გასახსნელი საღებავებით

12. თუ თქვენი ნაღები არის მზად და თქვენ იწყებთ მუშაობას ტორტზე, ჩადეთ ნაღები მაცივარში იქამდე სანამ დაგჭირდებათ, ან ყინულიან ამანოში.

13. თუ დატოვებთ ნაღებს ასე მაცივრის გარეშე სტრუქტურა დაეკარგება კრემს, ამ სიტუაციის გასწორება შეუძლებელია, მიქსერით ახლიდან თქვეფა ფატალურია, გაწყაოდება და აღარ ივარგებს, მაგიტომ გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ ეს ფაქტი

14. ასევე ბევრი კითხვა მოვიდა ნაჯებზე, რომელიც ფხვნილის სახით იყიდება, ის არის ქიმიური დანამატებით

თუ დაგრჩათ კითხვები, ველოდები კომენტარებში აუცილებლად გიპასუხებთ ♥️

ნაღების კრემის სანახავად გადადით ბმულზე 📎
   • ნაღების კრემი  

➡️ Instagram - https://instagram.com/kates.dinner?ig...
➡️ Facebook -
  / kates.dinner  
➡️ YouTube-    / @kates.dinner4088  



#ნაღებიანიკრემი
#როგორავთქვიფოთნაღები
#ნაღებისტორტი
#ნაღები #რძიანიგოგონა #გემრიელიტორტი #როგორავაწყოთტორტი #მოხარშულიკრემი #ჯემი #კონფი #მარწყვისტორტი #სეზონურიტორტი #კატიასსამზარეულო #გემრიელი დესერტი

ვიდეოები „Kates. Dinner"-ისგან