ჩიტის რძე

04/26/2021
Kates. Dinner-ის მიერ

#ჩიტისრძე


მოგესალმებით ყველას დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩიტის რძე, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ეს ნამცხვარი და ვიფიქრე რომ ბლოგზეც უნდა იყოს აუცილებლად ეს რეცეპტი

ეს რეცეპტი არის მრავალჯერ ნაცადი, არის უგემრიელესი, უნაზესი და ულამაზესი თავისი პრიალა მინანქარით

ვიცი მკითხავთ კრემზე, მე გამოვიყენე #კლასიკურიმოხარშულიკრემი ამ ხეშტეგს (#) თუ დააჭერთ გადახვალთ რეცეპტზე

მაშ ასე, დავიწყოთ 🙏

1 ეტაპი
🍓3 ს.კ თაფლი
🍓1 ჩ.კ სოდა
🍓60 გ კარაქი

2 ეტაპი
🍓5 კვერცხი
🍓1 ჭიქა შაქარი (220 გ)
🍓80 გ კარაქი
🍓1 ს.კ ძმარი
🍓4 ჭიქა ფქვილი
🍓1 ჩ.კ სოდა
🍓3 ს.კ რძე


1 ეტაპი:
თაფლს დავუმატოთ სოდა და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ვურიოთ. ის შეცვლის ფერს და გახდება ყავის ფერის, როდესაც მივიღებთ სასურველ ფერს დავუმატოთ 60 გ, აქვე დავამატებ, რომ რაც უფრო მუქი იქნება ჩვენი თაფლიანი მასა მით უფრო მუქი იქნება ჩვენი გამომცხვარი ფირფიტები

2 ეტაპისთვის დავდგათ ჩაიდანი ასადუღებლად.

მე-2-რე ეტაპი:

ჯამში დავამატოთ 5 ც კვერცხი და შაქარი. მოვურიოთ სათქვეფით და დავუმატოთ კარაქი 80 გ. გამზადებული კვერცხიანი მასა დავდგათ ორთქლის აბანოზე და ვურიოთ მანამდე სანამ კარაქი არ გადნება, არ დაგვავიწყდეს თაფლის მორევაც. კვერცხიანი მასაში გადნა კარაქი და მაშინ უნდა დავუმატოთ თაფლი ნელი წრუპით, ავურიოთ და დავუმატოთ რძე, ამ ეტაპზე უნდა მოვხარშოთ მასა ორთქლზე 10 წუთის განმავლობაში.

10 წუთის შემდეგ გადავდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ძმარი, მერე კი 1 ჭიქა ფქვილი, მოვურიოთ და დავტოვოთ ასე გასაციებლად.

როდესაც მასა გაცივდება ის გასქელება, მაშინ მაგიდაზე გავცრათ დარჩენილი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი სოდა, გადავასხათ ჩვენი ცომი და შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი, გავყოთ 5 თანაბარ გუნდათ, თითო გავაპრტყელოთ და გამოვაცხოთ 8-10 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გაციებულ ფირფიტებს წავუსვათ მოხარშული კრემი და ზემოდან გადავასხათ შოკოლადის მინანქარი

#კლასიკურიმოხარშულიკრემი
#შოკოლადისმინანქარიფქვილით
#შოკოლადისმინანქარიარაჟნით
➡️ Instagram - https://instagram.com/kates.dinner?ig...
➡️ Facebook -
  / kates.dinner  
➡️ YouTube-    / @kates.dinner4088  

კლასიკური მოხარშული კრემის ვიდეო რეცეპტი
https://fb.watch/56MBqCjhAB/

შაქრის მინანქარი ფქვილით
https://fb.watch/56MvvWmkCT/

შაქრის მინანქარი არაჟნით
https://fb.watch/56Mre9JoDA/