ჩიტის რძე, კლასიკური რეცეპტი

10/05/2021
Cooking with Tamara-ის მიერ

To support our Cooking with Tamara channel:
💰Paypal: [email protected]
🌸instagram:   / tamarlagazauri  

ინგრედიენტები:
ბისკვიტი: (ზომა 20x30, სტანდარტული საცხობის ფორმაც შეიძლება)
კვერცხის გული - 6ცალი
შაქარი - 100გრ
კარაქი - 100გრ. (გამდნარი)
მაწონი - 400გრ
კაკაო - 30გრ
გამაფხვიერებელი - 1ჩ.კ
ფქვილი - 250გრ
ვანილი - 1პაკეტი
ცხვება 150გრ 40-45წთ.

იტალიური ბეზეს კრემი:
კვერცხის ცილა - 6ცალი
შაქარი - 250გრ
ვანილი - 1ცალი
ლიმონის წვენი - 1ს/კ

კრემის სრულ ვიდეოს ნახავთ აქ ---    • ცილის კრემი - იტალიური მირენგა. Белко...  

გლაზური:
კაკაო - 4ს/კ
შაქარი - 3ს/კ
კარაქი - 1ჩ/კ
წყალი - 30მლ.

მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში, კვერცხის გულისგან და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ მაწონი და შემდეგ 3 ნაწილად მშრალი ინგერედიენტები და ბოლოს კარაქი.

გამოვაცხოთ და გავაგრილოთ.

სანამ გრილდება გავაკეთოთ იტალიური ბეზეს კრემი და გლაზური. იტალიური ბეზეს კრემი იმით გამოირჩევა რომ გამოცხობა არ ჭირდება, პირდაპირ გადავუსვათ ბისკვიტს, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მობრაწოთ ბეზე გრილის ქვეშ და ზემოდან დაასხით გლაზური.

გააჩერეთ ცოტა ხანი და გემრიელად მიირთვით :)))




------------------------------
filming on
* 4kUltra hd
* canon E800

----------------------------
follow me on
* instagram   / tamarlagazauri  
* facebook   / tamuna.lagazauri  
* pinterest   / boards

ვიდეოები „Cooking with Tamara"-ისგან