ლაშა გოგია რეორგანიზაციას განაგრძობს

12/15/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში რეორგანიზაცია იგეგმება. შესაბამისი განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხომაზე გამგებელმა ლაშა გოგიამ გააკეთა. გამგებლის ინფორმაციით, ცვლილება თითქმის ყველა სამსახურს შეეხება. შესაბამისად, დაგეგმილია სამსახურების სახელწოდებების შეცვლა. აღნიშნული საკითხი საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.

ცვლილებების შედეგად, ზოგიერთი სამსახური გაერთიანდება, ზოგი გაიყოფა, ხოლო ერთი - სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური გაუქმდება. ამ უკანასკნელის ნაცვლად შეიქმნება შპს \"აგროსერვისი\", რომელშიც ორი შპს \"სატყეო მეურნეობა\" და \"ზედაეწერის აგრარულ–ტექნოლოგიური კოლეჯი\" გაერთიანდება.

გოგიას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ხარჯები და საშტატო ნუსხა არ გაიზრდება.

\"ახალი შპს-ს მიზანი სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ზრუნვა იქნება. ამ შპს ექნება ქონება, ზედაეწერის კოლეჯისა და გარკვეული მიწის ნაკვეთების სახით. უამრავი პროექტი განხორციელდება ამ მიმართულებით. რაც შეეხებარეორგანიზაცია, ეს გამოიწვია იმან, რომ გამგეობის სტუქტურებმა უკეთ იმუშაონ და უფრო კოორდინირებულები იყვნენ \", - თქვა გამგებელმა.

რეორგანიზაცია დაახლოებით, ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან