ყულიშკარის წმინდა გიორგის ტაძარში მამა სერაფიმემ იგალობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა. მან მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „სულით და გულით მინდა, რომ მოგილოცოთ ეს დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეს სრულიად საქართველოში აღნიშნავენ. ეს დღე თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, რამეთუ წმინდა გიორგისაგან ველოდებით შემწეობას თანადგომას. წმინდანს უპირველესად შევთხოვთ საქარველოს გამთლიანებას“, - აღნიშნა მან. ტაძარში მისულ მრევლს საშუალბა ჰქონდა მამა სერაფიმეს გალობა არამეულ ენაზე მოისმინა. „სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, წმინდა მოწამის დღეს. ვულოცავ ჩვენს ზუგდიდელებს“, - თქვა მამა სერაფიმემ. მამა სერაფიმე ისტორიული მესოპოტამიიდანაა ევფრატისა და ტიგრის შესართავთან მდებარე მიწიდან არის წარმოშობით. მისი მშობლიური ენა არამეულია. 2010 წლის 14 თებერვალს, შენდობის დღეს ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, მას დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. 28 თებერვალს კი პატრიარქმა იგი, როგორც სულიერი მამა, საქართველოს ასირიელ მოსახლეობას წარუდგინა. მამა სერაფიმე ერთადერთი ასირიელი მართლმადიდებელი ბერ–დიაკვანია საქართველოში, რომელიც წირვა-ლოცვას არამეულ ენაზე აღევლენს. მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ ზეიმობენ: 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამებისა და 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყულიშკარის წმინდა გიორგის ტაძარში მამა სერაფიმემ იგალობა
Radio Atinati
მეუფე გერასიმე პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნაზე:...
Radio Atinati
ახალგაზრდები ბიბლიოთეკებისთვის
Livepress. ge
ყულიშკარის ეკლესია
Valera Zhvania
ყულიშკარის მოსახლეობა
info9 info99
ყულიშკარის საჯარო სკოლა მე 4 კლ.გამოშვება "ჩვენ ვაშენებთ მომ...
tiko jinjolia
ყულიშკარის საჯარო სკოლა მე 4 კლ.გამოშვება "ჩვენ ვაშენებთ მომ...
tiko jinjolia
ყულიშკარის საჯარო სკოლა მე 4 კლ.გამოშვება "ჩვენ ვაშენებთ მომ...
tiko jinjolia