საფრანგეთის პარლამენტმა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“ კანონი დაამტკიცა

06.06.2024 05:45

საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა. ფრანგული მედიის ცნობით, კანონი უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს, სპეციალურ, ეროვნულ რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს, რომლის მართვასაც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ განახორციელებს. კანონი აძლიერებს შიდა საქმეებში ჩარევის მონიტორინგს, სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას აძლევს, საეჭვო ონლაინ-აქტივობები ალგორითმული მონიტორინგის საშუალებით შეამოწმონ, - ეს უკანასკნელი მხოლოდ ტერორიზმის პრევენციისთვის გამოიყენება. ახლდადამტკიცებული კანონის მიხედვით, პოტენციურ სპონსორებად ჩაითვლებიან სახელმწიფოები ან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. რაც შეეხება სანქციებს, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე კანონი კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიში, რომელშიც უცხოური ჩარევის რისკები და მათი აცილების გზებია განხილული. 2022-2023 წლების დოკუმენტში წერია, რომ საფრანგეთის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა სულ უფრო ხშირია და ეს ყველა სფეროს ეხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საფრანგეთის პარლამენტმა  საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გაახანგრძლივა
00:24

საფრანგეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გაახან...

Music Box

აქციები კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ
01:06

აქციები კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქციები კოვიდპასპორტების წინააღმდეგ
00:52

საპროტესტო აქციები კოვიდპასპორტების წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საფრანგეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის შენობიდან ოთხი მხატვრული ტილო გაქრა
00:33

საფრანგეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის შენობიდან ოთხი...

PalitraNews

საფრანგეთის პარლამენტი მოსწავლეებს სმარტფონით სარგებლობას აუკრძალავს
00:53

საფრანგეთის პარლამენტი მოსწავლეებს სმარტფონით სარგებლობას აუ...

PalitraNews

როგორ აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს საფრანგეთის პარლამენტის წევრი ბენჟამინ ჰადადი
05:57

როგორ აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს საფრანგეთის პ...

Global News Agency

სადავო საპენსიო კანონი საფრანგეთში
01:08

სადავო საპენსიო კანონი საფრანგეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში
00:45

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო