აქციები კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ
პარიზში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრაციებში მონაწილეობას ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსებიც იღებდნენ, რომლებიც ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს აპროტესტებდნენ და მთავრობას დიქტატურის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. პარიზის გარდა, დემონსტრაციები მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაშიც გაიმართა. საფრანგეთის პარლამენტმა მიმდინარე კვირის ბოლოს „ჯანმრთელობის საბუთის“ შემოღებისა და „ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის“ შესახებ კანონპროექტებს უნდა უყაროს კენჭი. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა საბერძნეთშიც. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ოთხი ათასზე მეტი ადამიანი, მიმდინარე თვეში უკვე მესამედ შეიკრიბა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქციები ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 კორონავირუსი და აქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
8 მარტის აქცია იმედზე
GRUNI
8 მარტის მილოცვა rustavi2
GRUNI
8 მარტის აქცია 1tv
GRUNI
აქციები ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციები და საფონდო ბირჟა
ორჯერ ორი - Orjer ori
აქციები რუსთაველზე მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster