სადავო საპენსიო კანონი საფრანგეთში
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობა ეროვნულ ასამბლეაში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. სამი პარტიის მიერ ინიცირებული კენჭისყრის დროს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 278-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ოპოზიციას მხოლოდ ცხრა ხმა დააკლდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად. კენჭისყრა საფრანგეთის პარლამენტში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატის გვერდის ავლით დაამტკიცა საპენსიო სისტემის ცვლილების სადავო კანონი. რეფორმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნულმა ინიციატივამ საფრანგეთში მასობრივი გაფიცვები და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. პარლამენტში უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის შემდეგ, პარიზისა და სხვა ქალაქების ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დედაქალაქის ცენტრში დემონსტრანტებმა ურნები და ნარჩენები დაწვეს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა ქალაქ ლილში. სამართალდამცველებმა იქ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრაცია იყო ქალაქ ბორდოშიც. პროფკავშირები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის გამოცხადებას ხუთშაბათს გეგმავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სადავო საპენსიო კანონი საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კვირის მოამბე“, 19 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო საპენსიო რეფორმა საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო გამოსვლების ფონზე წარიმართა რუსეთში რეგიონული არჩ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არეულობა საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster