საპროტესტო აქცია საფრანგეთში

17.03.2023 00:37

პარიზში საპროტესტო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში მოსახლეობა მას შემდეგ გავიდა, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სადაო საპენსიო კანონი პარლამენტის კენჭისყრის გარეშე მიიღო. პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ახალი სადაო კანონის მიხედვით, მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: