12 აპრილს 11:00 საათზე „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ — კავკასიური სახლში“ გაიმართა კონფერენცია „დარიანული ლექსების ავტორის ვინაობა“.
კონფერენციის პროგრამა ამგვარი გახლდათ:
35:05 ნინო ჩხიკვიშვილი
პაოლო იაშვილის „დარიანული“ ლიტმცოდნეობითი რაკურსიდან
1:07:31 ნინო დარბაისელი
პაოლო იაშვილის „დარიანულის“ ნაქარაგმევი
1:40:55 ლევან ბრეგაძე
უჩინარი დედნის პწკარედი
2:09:56 თამარ პაიჭაძე
ელენე დარიანი — მისტიფიკაციური გამოწვევა და მხატვრული იდენტიფიკაცია
2:55:18 ნინო ხოფერია
პაოლო იაშვილის ლიტერატურული მისტიფიკაციის წინაპირობები და შედეგები
3:33:19 ქეთევან ენუქიძე
პაოლო იაშვილი: ავტორი და ლირიკული გმირი
3:50:11 ნაირა გელაშვილი
შემაჯამებელი სიტყვა
მოდერატორი: ლევან ბრეგაძე
“ელენე დარიანის” ფსევდონიმით ლექსები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში 1915-1924 წლებში გამოქვეყნდა. ლექსები შევიდა პაოლო იაშვილის კრებულებში მას შემდეგ, რაც მისი რეაბილიტაცია მოხდა 1955 წელს.
დავა “დარიანული დღიურების” ავტორის შესახებ წარმოიშვა 1990-იანი წლების მიწურულს, როდესაც გამოჩნდა გიორგი ჯავახიშვილის პუბლიკაციები. მან გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში დაცულ მასალებზე დაყრდნობით, დარიანული დღიურების ავტორად არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილი მიიჩნია.
ქართველ ლიტერატურათმცოდნეთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ეს აზრი. მის გაბათილებას მათი მხრიდან არაერთი გამოკვლევა თუ საჯარო გამოსვლა მიეძღვნა.
პრობლემამ ელენე დარიანის საკითხის ფემინისტური თვალთახედვით გააზრების შედეგად, 2013 წლიდან დატოვა ლიტმცოდნეობის საზღვრები და დღემდე თანდათან საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.
ამჟამად საზოგადოებაში მიმდინარეობს დისკუსია, რომელშიც სხვადასხვა, ურთიერთდაპირისპირებული პოზიციაა გამოკვეთილი:
ერთნი ემხრობიან ქართულ ლიტმცოდნეობაში ტრადიციულად დამკვიდრებულ აზრს, რომ “დარიანული დღიურების “ ავტორი პაოლო იაშვილია, შესაბამისად, “ელენე დარიანი” მისი ფსევდონიმია. ამ პოზიციაზე მდგომნი არ გამორიცხავენ, რომ ელენე ბაქრაძეს, რომელიც ახალგაზრდობაში პოეტთან ამურულად იყო დაკავშირებული და შერჩა მეტსახელი “ელენე დარიანი”, ამ ციკლის ლირიკული პერსონაჟის პროტოტიპობა ეკუთვნოდეს. ამ ძირითად აზრს ისინი გამოთქვამენ სხვადასხვა, ინდივიდუალური მოდიფიკაციით.
მეორენი ელენე დარიანის ლექსების ავტორად ელენე ბაქრაძე-ბერიშვილ-ქართველიშვილს ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ პაოლო იაშვილმა ლექსები მიითვისა.
ზოგის აზრით კი, ეს ლექსები ელენე ბაქრაძის და პაოლო იაშვილის ერთობლივი შემოქმედებაა, ხოლო ელენე დარიანი — მათი საერთო ფსევდონიმი.