ნამახვან ჰესის მშენებლობა: რისკები და მოსახლეობის პროტესტი
ანონსის ტექსტი: 25 ნოემბერს, 18:00 საათზე, „კავკასიური სახლი“ გამართავს ონლაინ დისკუსიას „ნამახვან ჰესის მშენებლობა: რისკები და მოსახლეობის პროტესტი “ მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე თითქმის ერთი თვეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეები სამუშაოების შეწყვეტას და ადგილიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვენ. გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც. გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა. რა საფრთხეებს შეიცავს ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა; რა სტრატეგია და ბერკეტები აქვთ ადგილობრივ აქტივისტებს; და როგორია სამართლებრივი დავა აღნიშნული საკითხის ირგვლივ, ისაუბრებენ: ქეთი თადიაშვილი - განვითარების პოლიტიკის მკვლევარი ნუგზარ კოხრეიძე - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" თავმჯდომარე, საერთაშორისო კლიმატური ორგანიზაციის 350.org წარმომადგენელი საქართველოში ნინო გუჯარიაძე - „მწვანე ალტერნატივა“, აღმასრულებელი დირექტორი ვარლამ გოლეთიანი - ადგილობრივი აქტივისტი მოდერატორი: ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი დასწრების მსურველებს შეუძლიათ, გადავიდნენ შემდეგ ბმულზე: (ბმული გააქტიურდება დიკუსიის დაწყებამდე 10 წუთით ადრე) https://us02web.zoom.us/j/89795547126... Meeting ID: 897 9554 7126 Passcode: 161467 დისკუსია იმართება კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის "ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ
Caucasian House-ის სხვა ვიდეოები
ლიტერატურული ფესტივალი: ჰასმიკ სიმონიანი, სეიმურ ბ...
ახალგაზრდები: ყოველდღიურობა საქართველოში / Youth...
01:16:46
Caucasian House Internet Diary_1
01:25:00
მესხთა დეპორტაციის დღისადმი მიძღვნილი საჯარო დისკუ...
02:01:30
პროფესორ როზეტა გუჯეჯიანის საჯარო ლექცია თურქეთელ...
46:26
„ოსმალური მილეთის სისტემიდან თანამედროვე თურქუ...
01:43:19
ნაირა გელაშვილის რომანის განხილვა ლიტერატურის ინსტ...
მსგავსი ვიდეოები
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისში 15 000 ადამიანი ნამახვან ჰესის მშენებლობას ააპროტეს...
Taonews
„ქალს გადაუარეთ, და მერე დაეყრებით სუფრაზე და სადღეგრძელოებს...
სააგენტო GUARDIAN GE
მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები რიონის ხეობას ნამახვა...
JAMnews ქართულად
სტუდია რე - უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი ჰესი? - თრეილერი
Studio Re - სტუდია რე