კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბათუმში დაფიქსირდა


საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბათუმში დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაინფიცირებული 30 წლამდე მამაკაცია. მას გერმანიასა და ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მამაკაცი კარანტინში შვიდი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ინფიცირებულის ტესტთან ერთად, ლაბორატორიაში კიდევ 11 პირის სინჯები იყო გადაგზავნილი, ვირუსი მათ არ დაუდასტურდა. ამჟამად, ბათუმში სულ შვიდი ინფიცირებულია. მათგან ექვსის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – 70 წლის ქალის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმის.

ინფიცირებულები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ არიან გადანაწილებულები. აჭარის ტერიტორიაზე კარანტინში ამ დროისთვის 1800-ზე მეტი პირი იმყოფება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან