კორონავირუსის ახალი შემთხვევები აჭარაში

22.08.2020 01:05

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი აჭარაში გამოვლინდა. ამასთან, რეგიონში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთაგან ერთი, ქობულეთში გუშინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე - კარანტინში იმყოფებოდა. ორივე პაციენტი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. გუშინ, რესპუბლიკურში თბილისის ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სამკურნალოდ გადავიდა კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის მკვიდრია და კლინიკა საკუთარი სურვილით შეიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში 26 პაციენტი მკურნალობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: