კორონავირუსის ახალი შემთხვევები
ქვეყნის მასშტაბით, მცირედი კლების მიუხედავად, აჭარაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მაღალი ნიშნული ნარჩუნდება. სულ უფრო ფართოვდება რეგიონის იმ უწყებების ჩამონათვალი, სადაც ვირუსულმა ინფექციამ შეაღწია. რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებას და კლინიკას დღეს ბათუმის სასამართლო, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო და ხელვაჩაურის მერიაც დაემატა. გუშინდელთან შედარებით, დღეს აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა და 126-ს შეადგენს, საქართველოს მასშტაბით კი 17 სექტემბერს 179 ახალი ფაქტია დადასტურებული. მცირედი კლება ეპიდემიოლოგებისთვის დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საფუძველი ჯერ არ არის. მთავარია, დაღმავალი დინამიკა შენარჩუნდეს და ბოლო დღეების ნახტომისებური მატების ტენდენცია შეწყდეს. ცოტა ხნის წინ ვირუსი დადასტურდა თბილისის მერიაშიც. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინფექციონისტები იმ პედაგოგებს, ვინც ზაფხულის სეზონზე აჭარაში ისვენებდნენ და ტესტი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, მოუწოდებენ „კოვიდ-19“-ზე გამოკვლევა აუცილებლად ჩაიტარონ. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ პოლიტიკურ ლიდერებს კი მოსახლეობასთან შეხვედრებისას რეკომენდაციებს და დისტანციის დაცვის აუცილებლობას ახსენებენ. რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესი ეპიდემიოლოგიურად ყველაზე რთული რეგიონიდან, აჭარიდან დაიწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი შემთხვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster