კორონავირუსის ახალი შემთხვევები

25.01.2020 00:38

რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით. საფრანგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაავადების ერთი შემთხვევა პარიზში, მეორე კი – ბორდოშია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩინეთში გავრცელებული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა შეერთებულ შტატებში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანში, სინგაპურსა და ავსტრალიაში.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არის ერთი ექიმი. ინფიცირებულების რაოდენობა კი 1 287-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania