ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტები გამოცდას დღეს ზოგად უნარებში აბარებენ. თითო სესია 3 საათს გრძელდება. პირველ სესიაზე სულ 338 ბავშვი დარეგისტრირდა, 17 კი არ გამოცხადდა. სულ რეგისტრაცია წელს 36 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. საგამოცდო პროცესი საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების კახეთის ადმინისტრატორის განცხადებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/VAHhNT
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/VAHhNT