აღმოსავლეთ პატრტნიორობის ფორუმი საქართველოში


საქართველოში ევროკავშირის ლიდერები ჩამოდიან.

11-12 ივლისს ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნიდან 10 წლისთავს ეძღვნება. ამიტომ განხილვის მთავარი თემა იმ რეფორმების შეჯამება იქნება, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ 2009 წლის შემდეგ გაატარა. სტუმრებს შორის იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერები და ცხრა ქვეყნის პირველი დიპლომატები.

ევროპულ პერსპექტივაზე და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების გზებზე საუბრის პარალელურად, ბათუმში საინვესტიციო ფორუმიც გაიმართება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან