მიხეილ გიორგაძემ მე-17 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი გახსნა
10/24/2014
culturegovge culturegovge-ის
მიერ
23 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი გახსნა. თბილისის ჯაზ-ფესტივალი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად ამერიკელი გიტარისტი ალ დი მეოლა და მიშელ კამილოს ტრიო წარდგნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჯაზ-ფესტივალის პარტნიორების ინიციატივითა და ხელშეწყობით ტრადიცია გრძელდება და ბილეთების ღირებულება ხელმისაწვდომია - წელსაც ჯაზ-კონცერტების ბილეთის ფასი 20 ლარიდან იწყება.
23-27 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან მოწვეულნი: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045