თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი
რუსთავი 2 - ის დილის გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი, "თიბისი ბანკის" საგარეო ურთიერთობათა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე და "ისტერნ პრომოუშენის" დირექტორი გიორგი კერესელიძე. 23-27 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან მოწვეულნი: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებიც. სტენლი კლარკი ახალგაზრდა ქართველ მუსიკოს ბექა გოჩიაშვილთან ერთად, ევრო ტურს საქართველოში, სწორედ ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში იწყებს; დევიდ ფიუზინსკისთან ერთად დაუკრავს პიანისტი გიორგი მიქაძე; ნიუ-იორკიდან სპეციალურად თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის ჩამოდის ასევე ქართველი ჯაზ–შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი (George Mel), რომელიც 20 წლის შემდეგ თავის კვარტეტთან ერთად პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე. წელს პირველად, ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაიმართება ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით “All That Jazz”; ეროვნული გალერეა (დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11) კი ფრანგი ფოტოგრაფის) კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს უნიკალური ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს (გამოფენის კურატორები ნინო მეტრეველი და შალვა ხახანაშვილი). მის ფოტოობიექტივში მოხვდნენ ისეთ ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნინა სიმონე, მაილს დევისი, ბობ მარლი, ჩარლი მინგუსი, ელა ფიჯერალდი, ჯეიმს ბრაუნი და სხვა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი და კრისტიან როზეს ფოტოგამოფენა
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი - 24 ოქტომბერი
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი - მემორანდუმი "სოლიდარობის ფონ...
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი
culturegovge culturegovge
ჯაზ-ფესტივალის დასკვნითი კონცერტი: სტენლი კლარკი თბილისში
netgazeti ge
თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალი პრესკონფერენცია
culturegovge culturegovge