თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი
23 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი გახსნა. თბილისის ჯაზ-ფესტივალი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად ამერიკელი გიტარისტი ალ დი მეოლა და მიშელ კამილოს ტრიო წარდგნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჯაზ-ფესტივალის პარტნიორების ინიციატივითა და ხელშეწყობით ტრადიცია გრძელდება და ბილეთების ღირებულება ხელმისაწვდომია - წელსაც ჯაზ-კონცერტების ბილეთის ფასი 20 ლარიდან იწყება. 23-27 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან მოწვეულნი: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ გიორგაძემ მე-17 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი გახსნ...
culturegovge culturegovge
თბილისის ჯაზფესტივალის პირველი კონცერტი და "სელფი" ალ დი მეო...
netgazeti ge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი და კრისტიან როზეს ფოტოგამოფენა
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი - მემორანდუმი "სოლიდარობის ფონ...
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი - 24 ოქტომბერი
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება
culturegovge culturegovge