თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი - 24 ოქტომბერი
23-27 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან მოწვეულნი: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებიც. თბილისის ჯაზ-ფესტივალი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჯაზ-ფესტივალის პარტნიორების ინიციატივითა და ხელშეწყობით ტრადიცია გრძელდება და ბილეთების ღირებულება ხელმისაწვდომია - წელსაც ჯაზ-კონცერტების ბილეთის ფასი 20 ლარიდან იწყება. 24 ოქტომბერს მსმენელის წინაშე ანატ კოენისა და ჯორჯ მელის ( გიორგი მელიქიშვილი) კვარტეტები წარდგნენ. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი და კრისტიან როზეს ფოტოგამოფენა
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალი - მემორანდუმი "სოლიდარობის ფონ...
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
თბილისის მე-17 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტი
culturegovge culturegovge
ჯაზ-ფესტივალის დასკვნითი კონცერტი: სტენლი კლარკი თბილისში
netgazeti ge
თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალი პრესკონფერენცია
culturegovge culturegovge