კულტურის მინისტრის ვიზიტი კახეთში
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა კახეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მინისტრმა ბატონის სასახლე და მის ტერიტორიაზე არსებული შენობა- ნაგებობები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც თელავის ისტორიული ნაწილის განვითარების ფარგლებში იგეგმება. თელავის გრანდიოზული პროექტის გაცნობის შემდეგ მინისტრი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა და მოსწავლეებს სკოლისთვის საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები პიანინო, 3 ფლეიტა და ვიოლინო გადასცა. თელავის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ნიკოლოზ რურუა ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეხვდა.აქვე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია - 6 პედაგოგს კულტურის მინისტრმა დამსახურებული პედაგოგის" წოდება მიანიჭა, ხოლო კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, რომლებმაც გაიარეს სერტიფიცირება, სერტიფიკატები და ხალხური საკრავ ინსტრუმენტები გადასცა. ვიზიტი კახეთში თბილისის კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას" კონცერტით დასრულდა. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook: / culturegovge twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube: / culturegovge flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg... myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მინისტრის ვიზიტი კახეთში
culturegovge culturegovge
ბატონისციხის კონცეფცია
culturegovge culturegovge
ბატონისციხის კონცეფცია
culturegovge culturegovge
ნიკოლოზ რურუას ვიზიტი კახეთში
culturegovge culturegovge
ნიკოლოზ რურუას ვიზიტი თელავში
culturegovge culturegovge
„ცოცხალი წიგნები“ პანკისის ხეობაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში-მიხეილ გიორგაძე თურქ კოლე...
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში
culturegovge culturegovge