კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა კახეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მინისტრმა ბატონის სასახლე და მის ტერიტორიაზე არსებული შენობა- ნაგებობები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც თელავის ისტორიული ნაწილის განვითარების ფარგლებში იგეგმება.
თელავის გრანდიოზული პროექტის გაცნობის შემდეგ მინისტრი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა და მოსწავლეებს სკოლისთვის საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები პიანინო, 3 ფლეიტა და ვიოლინო გადასცა. თელავის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ნიკოლოზ რურუა ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეხვდა.აქვე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია - 6 პედაგოგს კულტურის მინისტრმა დამსახურებული პედაგოგის\" წოდება მიანიჭა, ხოლო კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, რომლებმაც გაიარეს სერტიფიცირება, სერტიფიკატები და ხალხური საკრავ ინსტრუმენტები გადასცა. ვიზიტი კახეთში თბილისის კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას\" კონცერტით დასრულდა.
web-page: http://www.mcs.gov.ge
faceebook: http://www.facebook.com/culturegovge
twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge
youtube: / culturegovge
flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg...
myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045