აფხაზეთი: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის - შესაძლებლობა და სივრცე

06/21/2018
Bondo Mdzinarashvili-ის მიერ

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი გვაზავას აზრით, \"შეხვედრები აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს გვეცოდინება, რას აპირებს კრემლი, თუნდაც უარყოფითი იყოს შედეგი. ყველა მოლაპარაკებაში ერთ-ერთი მთავარი თემა არის დევნილების დაბრუნება. მაგრამ პირველი მაინც პოლიტიკური საკითხია - სტატუსის გარკვევა - და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დევნილების დაბრუნებაზე საუბარი. თუკი მოლაპარაკებებში პირველი პირების ჩართვის აუცილებლობა გაჩნდა, რატომ ჟენევა, ისედაც შეიძლება შეხვედრა,\" - გვითხრა გიორგი გვაზავამ.

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე კი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგების გზა უნივერსიტეტზე გადის და უნივერსიტეტი უნდა იქცეს ხიდად. \"ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულევბით სვლა და გვაქვს ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობა. ჩვენ გაცილებით მეტი გვაკავშირებს და გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს, თუნდაც შეიარაღებული დაპირისპირება და სისხლი, - ამბობს ზურაბ ხონელიძე. - ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ხელეწიფება, რომელსაც შესწევს უნარი, რომ გადაარჩინოს აფხაზი, ეს არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო. ამიტომ, მათ უნდა ვაჩვენოთ რეალური ძალა, რეალური საშუალება, რომ დაეყრდნოს საქართველოს და გადარჩეს.\"

ამ თემაზე ვრცელი მასალა იხილეთ ბლოგზე:
https://bondomdzinarashvili.blogspot....